2017 წლის ბიუჯეტის განახლებული
პროექტი “ბიზნესკონტაქტთან” ინტერვიუში შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდის
მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ფრანსუა პეჰშომ.
მისი თქმით, სავალუტო ფონდისთვის
დამაკმაყოფილებელია მთავრობის მიერ ფისკალური დეფიციტის შესამცირებლად
გადადგმული ნაბიჯები. ფრანსუა პეჰშომ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა
შეძლებს დაგეგმილი სცენარით შეასრულოს მომავალი წლის
ბიუჯეტი.