რამდენიმე გემი თითქმის 2 კვირაა, პორტის ტერიტორიაზე შესვლას უშედეგოდ ელის. შტორმის შედეგად ამოვსებულია პორტის ცენტრალური არხი და დიდი გემების გადაადგილება შეუძლებელია. შეფერხებული გემთფლობელები ტერმინალის ადმინისტრაციის მოუმზადებლობაზე საუბრობენ, პორტის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ შეფერხება მათგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა. ისინი დამაიმედებელ პროგნოზს ვერ იძლევიან და აცხადებენ, რომ ფოთის პორტი სრული დატვირთვით მუშაობას სავარაუდოდ კიდევ 10 დღე ვერ შეძლებს.