განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით , მთავრობის ყველა ნაბიჯი ქვეყნის განვითარებისკენ არის მიმართული.
2017წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტმა გუშინ 102 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
მთავრობის სხდომაზე საუბარი შეეხო ეროვნული ვალუტის მდგომარეობასაც, ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად რეგიონალური ფაქტორი დაასახელა და განმარტა რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საქართველო იმყოფება სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ყველა ვალუტა გაუფასურებულია.
კვირიკაშვილმა ლარის დევალვაციის საკითხზე ოპონენტების განცხადებებს "წმინდა წყლის პოლიტიკურ სპეკულაციები" უწოდა.