სიახლეები
ქსანში წმინდა ნიკოლოზის ტაძარი გაიხსნა
ნის N 15 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე
და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ესტუმრნენ. ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხა, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და მსჯავრდებულთა მონაწილეობითა და შემოწირულობებით აშენდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები დალოცა და მათ წმინდა ნიკოლოზის ხატი, ასევე, საქართველოს ერისა და ეკლესიის ისტორიის ტრილოგია აჩუქა. გარდა ამისა, მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ საპატრიარქოს სიგელები გადასცა 125 მსჯავრდებულს, რომლებიც წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. ტაძრის მშენებლობა დაწესებულებაში წელიწადი და 7 თვე გრძელდებოდა.
Print