
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის
ბიუსტი კასპის მუნიციპალიტეტში კვლავ დავის საგანია.
1937 წლის რეპრესიების დროს
დახვრეტილი ქართველი გენერლის მშობლიურ სოფელ სასირეთში ბიუსტი
რამდენიმე თვის წინ საკრებულოს წევრმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა საკუთარი
სახსრებით დადგა, თუმცა, შესაბამისი დოკუმენტების არქონის გამო,
მონუმენტი თავადვე აიღო და ნებართვის მისაღებად მუნიციპალიტეტის
გამგეობას მიმართა.
რამდენიმე დღის წინ კი,
გენერლის ბიუსტი კვლავ გამოჩნდა. თუმცა შესაბამისი ნებართვა
გაცემული არ არის.