კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბარნაბიანთ კარისა და სასირეთის მოსახლეობა მდინარის სიახლოვეს პირუტყვის სასაკლაოს მშენებლობას აპროტესტებს, ადგილობრივები თვლიან, რომ სასაკლაო მდინარეს დააბინძურებს. განსხვავებული პოზიცია აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს, იგი აცხადებს რომ მშენებლობისთვის ყველა შესაბამისი ნებართვა წარმოდგენილია და პირუტყვის სასაკლაო გარემოს და მოსახლეობას პრობლემებს არ შეუქმნის.