სამართლიანობის აღდგენის
მოთხოვნით კანცელარიასთან საპროტესტო აქცია
გრძელდება..
ნიკა ჩერქეზიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციასთან მისმა მეგობრებმა შეცვალეს და სოლიდარობა მდუმარებით გამოხატეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა. ჩერქეზიშვილმა რამდენიმე დღის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და ამ გზით საგარეო უწყებიდან მისი გათავისუფლება გაპროტესტა.
როგორც ჩერქეზიშვილი ამბობს, ის სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, განსხვავებულ ვრსიაზე საუბრობს მთავრობის ადმინისტრაცია. სადაც აცხადებენ, რომ ჩერქეზიშვილის საქმიანობის შეწყვეტა სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა, აქვე განმარტავნ, რომ ჩერქეზიშვილს შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ მართლაც ჰქონდა გარკვეული თანამდებობის დაკავების პერსპექტივა, თუმცა მან კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა