საქართველოს ყველა
სამთო-სათხილამურო კურორტზე
დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს. ტრენინგს 74 „მოთხილამურე პატრული“ ესწრებოდა. სწავლება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავდა, რომლებიც საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შევიდა.
ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სამთო–სათხილამურო კურორტების სათხილამურო გზებზე თოვლ მავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება აიკრძალა.