სიახლეები
ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა

სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად შენობის დარბაზს გაუჩნდა, კულტურის ცენტრში ერთ სივრცეშია განლაგებული იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი, ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრი, მუსიკალური ცენტრი, სოციალური საწარმო და ბიბლიოთეკა. ხანძრის შედეგად განადგურდა სოციალური საწარმოს ინვენტარი და დაზიანდა კედლები. ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა კი შენობის დატბორვა გამოიწვია. ადგილზე სიღნაღის სახანძროსთან ერთად, 4 რაიონის სახანძრო- სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ცეცხლის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა. სავარაუდოდ ხანძარი კულტურის სახლში ბავშვების დაუდევრობამ გამოიწვია.

 

Print