სიახლეები
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარი ისევ გაუფასურდა.
ექსპერტების აზრით, მოკლევადიან
პერსპექტივაში ლარის კურსის გამყარება მოსალოდნელი არ არის.
ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ მთავრობისა და
ეროვნული ბანკის ქმდებები ხარვეზებს შეიცავს, რაც უარყოფითად
მოქმედებს გაცვლით კურსზე. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა
რეფინანსირების სესხების გაცემა და ლარის მასის ზრდა უნდა
შეწყვიტოს.