სიახლეები
ჟურნალისტი სამართალდამცველებს ადანაშაულებს

ტელეკომპანია იბერიას წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

გასვიანს რამდენიმე საათია, ბორჯომის პოლიციაში კითხავენ. ჟურნალისტს, საავადმყოფოში უკვე ჩაუტარდა პირველადი გამოკვლევები. ტელეწამყვანის თქმით, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც შეესწრნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები, რომლებიც მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღის მიბჯენით დაემუქრნენ, რომ მომხდარი არ გაემხილა.

 

Print