სიახლეები
შეხვედრა საგარეო უწყებაში
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული
ქარტიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და
კულტურის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრაზე
განათლების და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის და
ოკუპირებულ ტერიტორიებთან ჩართულობის საკითხები განიხილეს.
საუბარი იყო ასევე ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს
მცხოვრები მოსახლეობის დახმარებასა და ადგილზე მეწარმეობის
განვითარებაზე .