ამ მოთხოვნით ქვეყანაში დღეს ორი საინიციატიოვო ჯგუფი გამოდის - ქართული მიწის დაცვის კომიტეტი და ქართული მისიის წარმომადგენელი გია კორკოტაშვილი. კანონპროექტებს შორის განსხვავება ის არის, რომ ერთი მიწის გასხვისებას კრძალავს, მეორე კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის შესყიდვისას გარკვეულ რეგულაციებს ითვალისწინებს.
კანონპროექტის ინიციატორები მშვიდობიან საპროტესტო აქციებსაც აანონსებენ.