სიახლეები
გახდება თუ არა ცილისწამება დასჯადი
ცილისწამება, შეურაცხყოფა, პატივისა და ღირსების ხელყოფა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს.
ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელის გამტეხი არასწორი, ცრუ მონაჭორის გავრცელება საჯაროდ, ან პრესის ან სხვა რამე სახის ტექნიკური საშუალებით ისჯება 2 წლით თავისუფლების აღკვეთით , ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ამავე ვადით, ან 20  ათას ლარამდე ჯარიმით. აღნიშნულია საკანონმდებლო წინანდადებაში, რომლის ავტორიც იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიაა. მისი განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უკვე დაევალა. ინიციატივის ავტორები თვლიან, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის გამო ადამიანები კანონით უნდა ისჯებოდნენ . რას ამბობენ ქართულ ოცნებაში,  ოპოზიციასა და მესმე სექტორში.
Print