სიახლეები
მიღება პრეზიდენტის სასახლეში

პრეზიდენტისა და პრემიერის სახელით საქართველოში აკრედიტებული კორპუსისათვის მიღება მიმდინარეობს.

შეხვედრას ქვეყნის პირველი პირების სახელით  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებიც ესწრებიან.

საპატიო სტუმართა შორისაა საქართველოს პატრიარქიც. სასახლეში მოწვეულ სტუმრებისათვის გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ მომზადდა,  რომელიც ქართული ანბანის იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას უკავშირდება.

სასახლეში გამოფენილია ეროვნულ არქივში წარმოდგენილი  ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშები.ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების ფოტოასლები, რომლებიც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს.

 

Print