სიახლეები
უსაფრთხოების 10 გაკვეთილი
პროექტ "უსაფრთხოების ათი გაკვეთილის" ფარგლებში 176-ე საჯარო სკოლაში სპეციალური შეხვედრა ჩატარდა.

მეხუთე კლასის მოსწავლეებს გააცნეს თუ როგორ უნდა მოიქცნენ კრიზისული სიტუაციების დროს, წყალდიდობის, მიწისძვრის ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურებების შემთხვევაში. მონაწილეებს სპეციალური ბუკლეტებიც გადაეცათ, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების შესახებ. პროექტის მიზანი დანაშაულის პრევენცია და საგზაო უსაფრთხოების კუთხით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. "უსაფრთხოების ათი გაკვეთილი" ქვეყნის მასშტაბით 10 საჯარო სკოლაში ტარდება.

Print