სიახლეები
მაუწყებლის მიმართვა პარლამენტს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი
დირექტორის არჩევამდე რამდენიმე კვირით ადრე
არხის თანამშრომლები ითხოვენ,
დირექტორს კანონით გაეზარდოს უფლებამოსილება. მათი აზრით,
სამეთვალყურეო საბჭოს არ უნდა ჰქონდეს უფლება, უკვე შეთანხმებული და
დამტკიცებული პროექტები საკუთარი სურვილისამებრ ნებისმიერ დროს
დახუროს. ცვლილების ავტორები აცხადებენ, რომ დირექტორი ბორდის წინაშე
ანგარიშვალდებული პირია და ბორდმა მას უნდა მოსთხოვოს ანგარიში
ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით. კანონში ცვლილების მოთხოვნით
სპეციალური წერილი უკვე პარლამენტშია. საზოგადოებრივი
მაუწყებლის დირექტორის პოზიცია ამჟამად ვაკანტურია. საკონკურსო
განაცხადები 28 დეკემბრამდე მიიღება. შემდეგ კი 10 დღის ვადაში ბორდი
ახალ დირექტორს 6 წლით აირჩევს.