სიახლეები
ბელარუსის დელეგაცია საოკუოპაციო ხაზთან
საქართველოში ვიზიტად მყოფი ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ  ცოტა ხნის წინ საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.  სოფელ ხურვალეთში ვლადიმერ  მაკეი ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო და მავრთულხლართებს მიღმა დარჩენილი 83 წლის დავით ვანიშვილის ესაუბრა.

ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოკუპაციის შედეგი ძალზედ მძიმეა და აქ მცხოვრებ ადამიანებს უზღუდავს ახლობლებთან და ნათესავებთან კონტაქტს, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას და ელემენტარულ სხვა უფლებებს.

Print