სიახლეები
განცხადებები თბილისის საკრებულოში
თბილისის საკრებულოში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები
პარლამენტის იმ  გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ხის მოჭრასთან დაკავშირებით რეგულაციებში ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ კერძო კომპანიის მიმართვის საფუძველზე კანონპროექტის სახით ცვლილებებს საკრებულო უნდა განიხილავდეს და პარლამენტი თბილისის თვითმმართველობის კომპეტენციაში არ უნდა შეიჭრას.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელისათვის პარლამენტის მიერ ამ საკითხის ასე მოკლე დროში განხილვა ეჭვს ბადებს, რომ სამშენებლო კომპანიების მიმართვის მიღმა ზოგიერთი დეპუტატის  ინტერესი იმალება.

Print