„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის
ეკონომიკურ გუნდს უმცირესობის ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე
იბარებს.
ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ლარის გაუფასურების საკითხის განხილვას, ასევე მთავრობის პოზიციის მოსმენას მოითხოვენ.
პარლამენტში დაბარებულ მინისტრთა შორის დიმიტრი ქუმსიშვილი და გიორგი გახარია არიან.