
ბერლინში განხორციელებული
თავდასხმის უკან ტერორისტები დგანან.
ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ამ
დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ
აუღია, თუმცა ვარაუდობენ, რომ თავდასხმა დაჯგუფება ისლამური
სახელმწიფოს მიერ არის ორგანიზებული. ინციდენტი მოხდა ციურიხშიც.
შვეიცარიის მეჩეთში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა, თუმცა
დანაშაული მოტივი ჯერჯერობით უცნობია.