20 დეკემბრის სისხლიანი ღამე
მხოლოდ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობით არ
შემოიფარგლა.
ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე
სატვირთო ავტომობილით ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა. შედეგად დაიღუპა
12, დაშავდა 48 ადამიანი.
რაც შეეხება ციურიხს, აქ უცნობი, ქალაქის მეჩეთში შეიჭრა და ცეცხლი
გახსნა. შედეგად მძიმედ დაიჭრა სამი ადამიანი. მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობა კრიტიკულია.
რა სტრატეგია აქვს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ საზღვრებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, საფრთხისგან მაქსიმალურად დაიცვას. რა რეკომენდაციები არსებობს ამისთვის და რას აკეთებს დიპლომატიური უწყება?