ფოთის პორტი გემების მიღებას შტორმის გამო ამ დრომდე ვერ ახერხებს.
ბულგარეთიდან ჩამოყვანილი ტექნიკის მიერ გაწეული სამუშაოების შემდეგ, 2 საკონტეინერო გემის მიღება პორტმა გუშინ უკვე განახორციელა.
თუმცა ტვირთის დასაცლელად პორტში შესვლას ნავსადგურის მიმდებარედ კიდევ 7 კონტეინერმზიდი უკვე 2 კვირაა ელოდება. შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. როდის აღდგება სამუშაო პროცესი სრულფასოვნად.