სიახლეები
ელ. ენერგიაზე შესაძლოა ტარიფი გაიზარდოს
აისახება თუ არა ეროვნული ვალუტის გაუფასურება სამომხმარებლო ტარიფზე
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, 2017 წლისთვის ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფს ერთ კვირაში განსსაზღვრავს. თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე კომისიამ ფასები რამდენიმე მიმართულებით უნდა დაადგინოს.

მანამდე სემეკის მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები განსხვავებულ პროგნოზს აკეთებენ,  სემეკის ხელმძღვანელი ირინა მილორავა ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს.

სემეკის ყოფილი ხელმძღვანელი, გურამ ჩალაგაშვილი  კი  აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ტარიფის გაზრდა გარდაუვალია.

ტარიფი , რომელსაც მარეგულირებელი კომისია 27 დეკემბერს დაადგენს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვითრებზე უკვე მომავვალი წლიდან აისახება.

Print