სიახლეები
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარის  გაუფასურებამ ეროვნული ბანკი პროცესში ჩარევაზე დააფიქრა.
კობა გვენეტაძის უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ახსნილია, რომ   მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს.

არ არის გამორიცხული, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებიც გამოიყენოს. ექსპერტები ეროვნული ბანკის ინიციატივებს სკეპტიკურად უყურებენ, რადგან მათი აზრით,  ეს მხოლოდ დროებით ეფექტს იქონიებს და გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა და ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმები.

Print