სიახლეები
პრემიერის ვიზიტი თურქეთში
თურქეთში ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე მისვლით დაიწყო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა 10 დეკემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრემიერის ვიზიტი თურქ  კოლეგასთან პირისპირ შეხვედრით გაგრძელდა. სტამბოლში პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა ბინალი ილდირიმთან საქართველოს მთავრობის სახელით, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტები მკაცრად დაგმო.დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას  სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

Print