სიახლეები
ეროვნული გვარდიის იუბილე

საქარველოს ეროვნული გვარდია 26 წლისაა.

პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე  თავდაცვის მინისტრმა  და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.

საზეიმო ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიის დასაწყისში პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.

 

Print