არსებობს თუ არა საქართველოში ტერორიზმის საფრთხე ? თურქეთსა და გერმანიაში მომხდარ თავდასხმებზე შეფასებები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა გააკეთეს. პარლამენტის ვიცე სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მომხდარი ფაქტები ცივილიზებული მსოფლიოს დაუცველობის განცდას აჩენს. რაც შეეხება რისკებს საქართველოსთვის, ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები მომავალშიც გააკეთებენ ყველაფერს, რათა ასეთი რისკები თავიდან იყოს აცილებული. თურქეთსა და გერმანიაში მომხდარ თავდასხმებს გმობენ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის აქტიური მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.