როდის მიიღებს
საქართველო ვიზალიბერალიზაციას და რა პროცედურებია
დარჩენილი?
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები, უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სავარაუდოდ წლის დასაწყისში ისარგებლებენ. რაც შეეხება პროცედურებს , თამარ ხულორდავას განცხადებით, რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტს კენჭს უყრის ევროპარლამენტი. ამის შემდეგ კი გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე და განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.