სიახლეები
სამხედრო თანამშრომლობა
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა 2017 წლის თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.
თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო განათლების, მედიცინისა და სამხედრო პოლიციის კუთხით გამოცდილების გაზიარება ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროები მომავალ წელს ერთმანეთთან ითანამშრომლობენ. სომხეთის თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების ფონზე გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. დელეგაციებს შორის მინისტრების მონაწილეობით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
Print