სიახლეები
პრობლემები აჭარაში
მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა

თუმცა ამ დრომდე გადაადგილების მხრივ პრობლემებია გზებზე. ყინვისა და უხვი ნალექის გამო საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია ხულოსა და შუახევში, აქ მხოლოდ ორხიდიანი და მაღალი გამავლობის ავტომობილითაა მოძრაობა შესაძლებელი.

მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი სამ მეტრს, ხოლო გოდერძზე 4 მეტრს აღწევს. ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები. როგორც მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, გაწმენდით სამუშაოებს ძლიერი ყინვაც აფერხებს.

მათივე განცხადებით, ელექტროენერგია სრულად მიეწოდებათ, საგანმანათლებლო დაწესებულებებები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა, თუმცა ამ დრომდე გადაადგილების პრობლამაა.

Print