სიახლეები
მოთხილამურე პატრული
საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე მოთხილამურე პატრული იმუშავებს.
შსს მინისტრი ბაკურიანში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები მისცა. პატრულის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი, გუდაურის, მესტიის, ბაკურიანისა და გოდერძის უღელტეხილის სასრიალო ტრასებზე განახორციელებს პატრულირებას და დამსვენებელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
Print