სიახლეები
რჩეულიშვილები პატიმრობაში რჩებიან
ბრალდების არგუმენტები ვერც დაცვის მხარის მტკიცებულებამ და ვერც საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებამ შეცვალა.

ონლაინ პეტიცია მოთხოვნით გათავისუფლდეს მაია რჩეულიშილი სურვილად დარჩა, ბრალდებული კი საპატიმროში

უნდა გაეთვალისწინებინა თუ არა მოსამართლეს დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ კითხვაზე პასუხად მმართველი გუნდის დეპუტატებმა თქვეს, რომ ვერდიქტი სასამართლოს პრეროგატოივაა, თუმცა ისურვებდნენ ჰუმანიზმის გათვალისწინებასაც. სასამართლომ კი სამედიცინო დასკვნა დააყენა ეჭვქვეშ.

მოსამართლემ პატიმრობის, 50 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სარეზოლუციო ნაწილში მოსამართლემ განმარტა, რომ  ადვოკატებმა მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დასადასტურებლად შესააბამისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს.
პატიმრობაში დარჩა გურამ რჩეულიშვილიც. ადვოკატები მის გათავისუფლებას 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ.


Print