ეროვნული ვალუტის კურსი დღესაც დაეცა. 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარსა და 78 თეთრზე მაღალია. პარალელურად, ეკონომისტების ნაწილი სავალუტო ბაზარზე სპეკულაციის ნიშნებს ხედავს.
მათი განმარტებით, ლარის გაუფასურების ტენდენციაში წვლილი მსხვილ კომერციულ ბანკებსაც მიუძღვით. ბრალდებები კვლავ ისმის ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მისამართითაც. ეკონომიკის ექსპერტები კობა გვენეტაძის უწყების რეაგირებას დაგვიანებულს უწოდებენ და ლარს საკმაოდ მძიმე იანვარ-თებერვალს უწინასწარმეტყველებენ.