შეხვედრა იუსტიციის
სამინისტროში
სახალხო დამცველი, საპროკურორო საბჭოს წევრებს ხვდება. ომბუდსმენი პროკურატურის მუშაობასა და მის საქმიანობაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
ყურადღება გამახვილდება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზე, სამართალდამცველთა და სასჯელაღსრულების თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო და არსებულ გადაცდომებზე. უჩა ნანუაშვილი მსგავს საქმეებზე უკვე მიმდინარე გამოძიების დეტალებითაც დაინტერესდება.