სიახლეები
უწყებების ოპტიმიზაცია

თავდაცვის სამინისტრო სერიოზულ ოპტიმიზაციას საჭიროებს,

რათა სფერო განვითარდეს და   Nato-s  სტანდარტებს მიუახლოვდეს - ასე ეხმაურება თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმას და რეორგანიზაციის პროცესს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი.დეპუტატი მიიჩნევს რომ ეს საკმაოდ რთული და  მტკივნეული ნაბიჯები მაგრამ ამ პროცესის გარეშე წარმოუდგენელია სისტემის რეფორმა. შეგახსენებთ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

გენერალური შტაბში განმარტავენ რომ ეს ყოველივე  მთავრობის გადაწყვეტილებას არ უკავშირდება და ოპტიმიზაცია  უწყების ხელმძღვანელი პირების ხედვაა რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ თემაზე საუბრობდა დღეს პარლამენტის  ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგურიც.

 

Print