ჯანდაცვის მინისტრი ფინანსთა
სამინისტროს საგამოძეიბო სამსახურს მადლობას უხდის.
შეგახსენებთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ფაქტზე 29 პირი დაკავა, აქედან 4 სააფთიქო ქსელების მფლობელები და ხელმძღვანელები დანარჩენი 25 კი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან.
ისინი გაფრთხილების მიუხედავად, შემუშავებული სქემის მიხედვით ფსიქოტროპული მედიკამენტებით კანონდარღვევით მთელი საქართველოს მასშტაბით ვაჭრობდნენ.