სიახლეები
არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა
კვალიფიცირებული არასაპარლამენტო ოპოზიციური  პარტიები
მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ,  მათი მტკიცებით  ხელისუფლების წარმომადგენლებმა   საკონსტიტუციო  კომისიაში 20 კვალიფიცირებული სუბიექტიდან  მხოლოდ 6-ს მისცა მუშაობის უფლება.საბჭოს წევრების განმარტებით,  ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საკონსტიტუციო საბჭო მრავალპარტიული წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფის სახით ყალიბდება და ეს პრინციპი საქართველოში დაირღვა. დღეს არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებმა კიდევ რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ კვლავ ღიად რჩება მაჟორიტარული წესის გაუქმების საკითხი.
Print