შორენა თეთრუაშვილის ძალაუფლება,
როგორ გადაწყდება პატრიარქის დაცვის სამსახურის ბედი და კიდევ
რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უკვე სამი საათია რაც საპატრიარქოში
წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
თეთრუაშვილის ჩრდილოვან მმართველობასა და რუხი კარდინალის სტატუსით
მისი საქმიანობის შეზღუდვაზე ხმამაღალი განცხადება სინოდის
სხდომის დაწყებამდე ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა
გააკეთა.
დღევანდელ სხდომაზევე განიხილება პატრიარქის დაცვის უფროსის
საკითხი. რომელთანაც დაპირისპირება კვლავ მდივან
რეფერენტის ქმედებებს უკავშირდება. დღესვე სინოდის სხდომაზე საეკლესიო
სასამართლოს აღდგენის საკითხზეც იმსჯელებენ. განცხადებები დღეს
წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე გაკეთდა.