იურიდიული კომიტეტი შვილად
აყვანის წესთან დაკავშირებით ცვლილებებს განიხილავს.
კანონპროექტის მიხედვით უნდა დაიწიოს გამშვილებლისა და მშვილებლის ასაკმა. ასევე, გადაიხედება გასაშვილებელი სტატუსის მინიჭების ვადაც, რომელიც 6 თვიდან 3 თვეზე შეიკვეცება. ამას გარდა დეპუტატები საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობასა და პირველ სხდომაზეც მსჯელობენ.