სიახლეები
საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა
საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა, 2017 წლის, პირველ კვირას გაიმართება. 

კომისიის წევრთა შემადგენლობას კი დეპუტატები თვის ბოლომდე დაამტკიცებენ. კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი 60-ი წევრისგან დაკომპლექტდება, აქედან უმრავლესი კვოტა, მმართველ ძალას ექნება, დანარჩენები კი საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციაზე და არასამთავრობო სექტორზე გადანაწილდება. მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, თუ რა იქნება ის პირველი საკითხი, რომელის კომისიის დღის წესრიგში უპირველესად დადგება, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის მთავარი მიზანი, პრეზიდენტის უფლებების კიდევ უფრო შეკვეცა და მისი არჩევის წესის ცვლილება იქნება.

Print