სიახლეები
ლარის კურსი - შეფასებები
რეკორდული გაუფასურების შემდეგ დღეს ლარი გამყარდა. 
ეროვნულმა ბანკმა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა და დღევანდელი მონაცემი გუშინდელისგან დაახლოებით ერთი თეთრით განსხვავდება.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება ორი ლარი და 77 თეთრია. რამ განაპირობა ეროვნული ვალუტის გამყარება და გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი, ექსპერტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე კი, აცხადებს, რომ საბიუჯეტო ხარჯვითი ნაწილი მოწესრიგებულია და წლის ბოლოს ჭარბი რაოდენობით ლარს მთავრობა არ დახარჯავს. შესაბამისად, როგორც ის ამბობს, საბიუჯეტო ხარჯებს ლარის გაუფასურებაში წვლილი არ მიუძღვით.

Print