სიახლეები
უწყებების ოპტიმიზაცია
ჯანდაცვის მინისტრი თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლებას არ აპირებს .
და ფინანსების დაზოგვას სხვა მეთოდებით გეგმავს. დავით სერგეენკო ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორგს განახორციელებს. მისივე თქმით, ეს იქნება სამსახური, რომლის შეფასების შედეგადაც, სამინისტროში დასაქმებულ თანამშრომელს ხელფასი ან გაეზრდება ანაც შეუმცირდება. დღეს თემაზე კომენტარი, შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა, რომელიც პირობას დებს, რომ სამინისტრო ბალასტისგან გათავისუფლდება და სამსახურებს ის ადამიანები დაემშვიდობებიან, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის რესურსი ამოწურული აქვთ.
Print