სახალხო დამცველი საპროკურორო საბჭოს
წევრებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე
ომბუდსმენმა პროკურატურის მუშაობასა და სფეროში არსებულ გამოწვევებზე
ისაუბრა. უჩა ნანუაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად,
ყურადღება გაამახვილა სამართალდამცველთა და სასჯელაღსრულების
თანამშრომელთა მხრიდან, არასათანადო მოპყრობის ფაქტების
გამოძიებასა და შესაძლო გადაცდომებზე. ომბუდსმენი
მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტების გამოძიების პროცესში
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ეფექტური მექანიზმი
იქნება.
შეხვედრის ფორმატთან
დაკავშირებით, კმაყოფილება გამოთქვა მთავარმა პროკურორმაც.
ირაკლი შოთაძის განცადებით, მთავარი საგამოძიებო უწყება ომბუდსმენის
რეკომენდაციებს იზიარებს და მათზე რეაგირება ხდება.