სიახლეები
მუსლიმური პანსიონის საქმე
ჰქონდა თუ არა დისკრიმინაციული დამოკიდებულება შინაგან საქმეთა 
სამინისტროს ქობულეთის მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის მიმართ, ამის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს გამოაცხადებს.

დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტებმა რამდენიმე შუამდგომლობა წარმოადგინეს. ადვოკატების მტკიცებით, მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ისეთივე სანქციები უნდა გატარდეს, როგორც ეს კერძო პირების მიმართ სასამართლომ მიიღო.

Print