ექსპერტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ის რეგულაცია უნდა მოუხსნას, რომლის თანახმადაც, მათ დოლარში მოზიდული თანხების დარეზერვება ევალებათ.
ექსპერტის აზრით, ამის გამო მილიარდ დოლარზე მეტია დარეზერვებული და თუკი ეს თანხა ლარში გადაკონვერტირდება, ბაზარზე საკმარისი უცხოური ვალუტა მიეწოდება და ლარიც გამყარებას დაიწყებს. ექსპერტის მოსაზრებით, დღეს არსებული კურსის ცვლილებას 3 უმსხვილესი კომერციული ბანკის ქმედებებიც იწვევს.