სიახლეები
საქართველო ევროპოლის პარტნიორი ხდება
საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურები
ოპერატიულ სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ. შესაბამისი პროექტი ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა. უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა და დოკუმენს ხელს მოაწერს ევროპოლის დირექტორი.

შეთანხმების თანახმად, საქართველოს შსს მონაწილეობას მიიღებს ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში, ევროპის პოლიციის სამსახურთან უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვლის ოპერატიულ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს, ევროპოლისგან მიიღებს ანალიზზე დაფუძნებულ მნიშვნელოვან საპოლიციო ინფორმაციას, ასევე, ევროპოლის შტაბ-ბინაში წარგზავნის მეკავშირე ოფიცერს, რომელიც ევროპის პოლიციის სამსახურთან მჭიდრო და ეფექტური კავშირების დამყარებას უზრუნველყოფს.

მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა, აშშ, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია.

Print