სიახლეები
კადრების ოპტიმიზაცია საჯარო უწყებებში
შს მინისტრს დღეს სიტყვა ბალასტის
განმარტება მოუხდა.
გიორგი მღებრიშვილმა დღესაც
გაიმეორა, რომ სწორედ ასეთებად მიიჩნევს მათ, ვინც უწყებას
დაემშვიდობება. ოპტიმიზაციის ფარგლებში სამინისტრო მხოლოდ საჭირო
კადრებს შეინარჩუნებს.
გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ახალ დეპარტამენტს
ქმნის, ,რომელიც თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობას შეამოწმებს
და ხელფასის შემცირება-გაზრდის საკითხს გადაწყვეტს.