სიახლეები
კრიმინალური ქრონიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი

პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენების შედეგად გაირკვა, რომ ბრალდებულები მარნეულში მცხოვრები ბიზნესმენის დაყაჩაღებას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მარნეულში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი „მერსედესის“ მარკის ტაქსით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 30 საბრძოლო ვაზნით, გადაჭრილი შაშხანა და გადაჭრილი თოფი, ხოლო აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკისას - ნიღბები, ხელთათმანები და წებოვანი ლენტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

Print