სიახლეები
საკონსტიტუციო კომისია - შენიშვნები
ამ დრომდე უცნობია, რა შემადგენლობით იმუშავებს კომისია,
რომელმაც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები უნდა მოამზადოს. კომისიის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს არასაპარლამენტო პარტიების ის ნაწილი, ვინც კომისიის შემადგენლობაში ვერ მოხვდა. "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა ამბობს, რომ კომისია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესასრულებლად იქმნება. ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიოტაძე კი აცხადებს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი "ქართულ ოცნებას" უკვე მომზადებული აქვს.
Print